თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები არიან. ამავე უწყების თანამშრომელია მესამე პირიც, რომელიც სასწრაფო-დახმარების ბრიგადის მიერ გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.