თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ხეს შეეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილთ დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწივია.