ავანგარდული სტილისა და კოსმიური ეპოქის მეფე - პიერ კარდენი იგივე პიეტრო კონსტანტე კარდენი - იტალიური წარმომავლობის ფრანგი მოდელიერი იყო. რომელიც ახლახანს 2020 წლის 29 დეკემბერს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი სახელი კაპიტალის მიხედვით ევროპის საუკეთესო ათეულს ეკუთვნის. მისი მდიდრული პარიზული ოფისი საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის პირდაპირაა და ამ სახლში, მარინის ქუჩაზე, ნახევარ საუკუნეზე მეტი მუშაობდა. მოდელიერი რომ გახდე, მოდელიერად უნდა დაიბადოო, ხშირად ამბობდა.
ბრენდი პიერ კარდენი ითვლება მოდური ტენდენციის ერთ-ერთ განმსაზღვრელად. 1957 წელს მან, მოდელიერებიდან პირველმა, გამოიტანა ხალხში მზა ტანსაცმლის კოლექციის მთელი სერია და ჩვენებები ჰაუსმანის ბულვარზე მოაწყო. მოგვიანებით მანვე შესთავაზა საზოგადოებას რევოლუცია მრავალი მიმართულებით: პირველი: ავანგარდული სტილი. ვიწრო უსაყელო პიჯაკები, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ “ბითლზები”. მეორეც, დაამკვიდრა ლიცენზირების სისტემა და კარდენის ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს იაპონიაში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირშიc კი. ჯამში900 ლიცენზია, მსოფლიოს 140 ქვეყანაში და 200000 ადამიანი, რომელიც “Pierre Cardin”-ის მარკაზე წარმატებულად მუშაობდა. მესამე: ამ წელს მოდის ისტორიაში მამაკაცის სამოსის პირველი კოლექცია შეიქმნა.
1970 წელს კარდენმა Theatre des Ambassadeurs შეიძინა და ერთგვარ კულტურულ კომპლექსად აქცია, სადაც მოთავსდა დარბაზი ჩვენებებისთვის, კინოთეატრი, სამხატვრო გალერეა და რესტორანი. მრავალი წლის წინ შეაგროვა თეატრალური დასი, რომელიც თანდათან პროფესიონალურ თეატრად ჩამოყალიბდა, ეს თეატრიც აქ დაბინავდა. ოცი წლის წინ რესტორან “მაქსიმში” ხიზილალის გასასინჯად შესულა, 1981 წელს ეს რესტორანი შეიძინა, 4 წლის შემდეგ კი იმავე სახელწოდების სუნამო გამოჩნდა.მისი ფირმის წლიური ბრუნვა 12 მილიარდს შეადგენს, მოგების თვალსაზრისით ასეთი მიღწევა მოდის სამყაროში ჯერჯერობით მწვერვალია.ძალიან ბევრი კონსტრუქცია, რომელიც სხვადასხვა დროს მსოფლიოს აღაფრთოვანებდა, სწორედ პიერ კარდენის მოგონილია: სწორი და ქვევით დავიწროებული კაბა-ტომარა, ქვედაკაბა-ტიტა, ჟაკეტი-ბუშტი – თეძოზე ქამრით რომ თავდებოდა, მეტალის სამშვენისები, კრინოლინები ვიწრო კაბებქვეშ და ა. შ.