მოკლე დროში ჩამოვალ! ეს ის დამაიმედებელი სიტყვები იყო, რომლებსაც გადასახლებული მარგარიტა მიქავა-კვერენჩხილაძე შორეული ყაზახეთიდან, სამ პატარა შვილს ნუგეშად წერდა. გადასახლების მიზეზი ხალხის მტრის ცოლობა და მეუღლის დაუსმენლობა გახდა. კვერენჩხილაძეების სახლის კარსაც მიადგნენ ჩეკისტები. ოჯახს მათი სტუმრობა საკმაოდ ძვირი დაუჯდა. 1937 წელს ოჯახის უფროსი კასიანე კვერენჩხილაძე დააპატიმრეს და დახვრიტეს, რამდენმე თვის შემდეგ კი, მისი მეუღლე მარგარიტა გაუყენეს ჯერ შინსახკომის ციხის გზას, მერე შორეულ ყაზახეთს.
ეს ერთი უბრალო ოჯახის ტრაგიკული ისტორიაა, რომელსაც პატრიოტიზმი არ აპატიეს. წითლები როგორ შეეგუებოდნენ გურიის შორეულ სოფელში მცხოვრებ კასიანეს, რომელიც დამოუკიდბელი საქართველოს ჯარში მსახურობის შემდეგ, წითელ არმიაში სამსახურზე უარი რომ თვქა?! ან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ე.წ. ოზურგეთის გამოსვლებში მონაწილებას როგორ შეარჩენდნენ?!