01:55
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
აუცილებლად მოსთხოვეთ თვალწინ დაგიფქვან - რა რეკომენაციები აქვს და რა დაადგინა სანელებლებში ტყვიის შემცველობაზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ?
09-03-2019

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ტყვიის შემცველობაზე სანელებლები, ბოლოს 2018 წელს შეამოწმა, ოფიციალური ინფორმაციით 137 შემოწმებული ეგზემპლარიდან, ტყვიით დაბინძურებული მხოლოდ 8  აღმოჩნდა.  არსებობს სხვა კვლევებიც, რომელიც არასერთიფიცირებულმა ლაბორატორიებმა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც ტყვიით განსაკუთრებით დაბინძურებული ის სანელებლები აღმოჩნდა, რომელიც მკვეთრი ფერით გამოირჩეოდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სუნელ-სანელებლები საღებავით შეღებილი იყო და სწორედ საღებავი შეიცავდა დიდი რაოდენობით ტყვიას. სამწუხაროთ ლაბორატორიული კვლევის გარეშე ვერ დაადგენთ შეიცავს თუ არა პროდუქტი ტყვიას, თუმცა გარკვეული რეკომენდაციები არსებობს. პირველ რიგში უმჯობესია, თუკი არ შეიძენთ დაფქულ პროდუქტს და რეალიზატორს მას თქვენ თვალწინ დააფქვევინებთ. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2018 წლის 7 თებერვალს ძალაში შესული დადგენილების მიხედვით,   რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით; დაუფასოებელი (დაფქული) სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება (მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის თვალწინ, ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა. თუმცა მიუხედავად ამ დადგენილებისა, მაინც იყიდება აღნიშნული პროდუქტები უკვე დაფქულ მდგომარეობაში, ამიტომ შეძენისას აუცილებლად მოთხოვეთ რეალიზატორს თქვენ თვალწინ დაფქვას ნებისმიერი სანელებელი.  

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები