ძალიან ცოტაა ბავშვი, ვინც სიამოვნებით მიირთმევს წვნიანს.სუპი - ეს არის თხიერი საკვები, რომელიც 50 პროცენტი წყლისგან შედგება.ცხელი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნო საჭმელია ცივ ამინდში. სასარგებლოა ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის. მაგრამ ზოგიერთი ექიმის წვნიანის ჭამის წინააღმდეგ გამოდის. ექიმების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ წვნიანი ეს არის დიეტური საკვები, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. მაგალითად მოჰყავთ ქათმის ბულიონი, რომელსაც ბებია ავად ყოფნის დროს გვაჭმევდა. მაგრამ მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ ხორცი ხარშვისას ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს გამოსცემს და ის ბულიონიდან ადვილად ხვდება კუჭში. არც ბოსტნეულის ნახარში მიაჩნიათ დიდად სასარგებლოდ. უმჯობესია მიირთვათ რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული, ვიდრე სუპი. თუ მაინც ტრადიციული შეხედულებების ერთგული რჩებით და ბავშვისთვის სუპს სისტემატურად ამზადებთ, ეცადეთ, ბულიონი არ მოხარშოთ ცხიმიანი ხორცისგან ან ძვლისგან. უპირატესობა მიანიჭეთ ფრინველის ხორცს. მოერიდეთ მასში უხვად სანელებლების ჩამატებას. ამასთანავე, ნუ მოხრაკავთ ცალკე ხახავსა და სტაფილოს იმის გამო, რომ გემრიელი გამოვიდეს.