რაც გუშინ თბილისში ვნახეთ, ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, დეპუტატების გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს საპარლამენტო ფორმატში, თუმცა ეს შეიძლება იყოს მინისტრების დაბარებაც. მისივე თქმით, პრეზიდენტის დავალებით, ადმინისტრაცია აქციას დიდი ყურადღებით დააკვირდება.
იხილეთ:
საგანგებო ბრიფინგი შსს-ში: "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციიის დეტალები