პირბადე რომ გიკეთიათ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ დაცული ხართ ვირუსებისგან. მას მოხმარების თავისი წესები აქვს. ამის გარეშე ის დამცავის ნაცვლად ხშირად ვირუსის წყარო ხდება.
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ: ჯერ უნდა დაიბანოთ ხელები და შენდეგ გაიკეთოთ სახეზე პირბადე. ის უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს. მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული გახსოვდეთ, ნიღაბი გიცავთ არა თვით ვირუსისგან, არამედ დაავადებული ადამიანის მიერ ხველისას დაცემინებისას გამოყოფილი წვეთებისგან.
ვირუსი სწორედ ამ წვეთების საშუალებით აღწევს სხვა ადამიანის ორგანიზმში, როცა ერთმანეთთან საუბრობენ ან ახლო-ახლოს დგანან.ამიტომ ყოველთვის გაიკეთეთ პირბადე ხალხმრავალ დახურულ სივრცეში: მეტროში, ავტობუსში, სუპერმარკეტში,ან რიგში დგომისას.
გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ,პირბადე აუცილებლად უნდა მოიხსნათ და გადააგდოთ. პირბადი მოხსნისას არ შეეხოთ უშუალოდ პირბადეს - მხოლოდ მის რეზინებს მოკიდეთ ხელი და ისე მოიხსენით.