ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 24 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ხოლო მოთხოვნამ შეადგინა 123 მილიონ 200 ათასი ლარი. ამასთან სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.12 პროცენტით, მაქსიმალური 10.95 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.638 პროცენტით განისაზღვრა.