ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 81 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.950 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.032 პროცენტით განისაზღვრა.