ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 მილიონის ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.
მოთხოვნამ 49 მილიონ 20 ათასი ლარი შეადგინა, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.2 (მეათედი) პროცენტით, მაქსიმალური 8.55 (მეასედი) პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.42 (მეასედი) პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.37 (მეასედ) პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.