თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი "აუდიტორია 115"-ის მოთხოვნებს ეხმაურება და მათ მიერ პიკეტირებული შენობის ამ დრომდე დაკავებაში საფუძველს ვერ ხედავს. გიორგი შარვაძის განცხადებით, მათი მოთხოვნები არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს არამედ საგანმანათლებლო სფეროსაც კი სცდება. რექტორის განმარტებით, რაც "აუდიტორია 115"-ს და სხვა სტუდენტურ ჯგუფებს აწუხებდა, ბევრი საკითხია გადაწყვეტილია, მათ შორის ყველაზე პრინციპული და მტკივნეული საკითხი - სტუდენტური გრანტების დაფინანსების შეცვლა და ა.შ.