"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმამასალები პროკურატურაში გადაგზავნა. საქმე 2016 წელს, მაუწყებლის მიერ ზედმეტად გადახდილ ჰონორარს ეხება, რომელსაც საბჭოს ერთ-ერთი წევრი უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ, 5 თვის განმავლობაში იღებდა. ანგარიშის თანახმად, უსაფუძვლოდ გადახდილია 12 800 ლარი. ამას გარდა აუდიტის ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასები 1 182 139 ლარით გაიზარდა, რაც სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა. დოკუმენტის თანახმად, მაუწყებელმა, სამურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში, კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე, 2015-2016 წლებში, ჯამში, 8 006 832 ლარის ხარჯი გაწია.