გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2018 წლის აგვისტოს მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლო ორი წლის შესაბამისობის აუდიტი დაიწყო.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს ურბანული ტიპის დასახლებებისთვის.