სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შარშან თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 12 მუნიციპალიტეტში 2018 წლიდან თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩამონათვალშია თბილისის მუნიციპალიტეტი, სადაც მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, მერის მოადგილის 119.6%-ით, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ანაზღაურება კი 60%-ით გაიზარდა.