2015- 2017 წლებში, ყოველწლიურად საშუალოდ, მილიონ 200 ათასი ჯარიმაა გამოწერილი. ჯარიმათა ჯამური ღირებულება კი წელიწადში საშუალოდ 58 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. ამის შესახებ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, 2015-2017 წლებში გაუქმებული და ადრესატისთვის არჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა იზრდება, ხოლო ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი მცირდება. კერძოდ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 80.5%-დან და 69.4%-მდე შემცირდა.