სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მედიას გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილე წარუდგინა. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, შეისწავლილეს ისეთი სექტორები, როგორებიცაა, ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროები. სულ სამსახურმა ჩაატარა 71 აუდიტი, რამაც ჯამში 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი მოიცვა.