პროდიუსერი და სცენარისტი თეონა ჯორბენაძე წერს ქართველი ჯაზპიანისტის, ბექა გოჩიაშვილის კონცერტის შესახებ, რომელიც გერმანიაში, „აუდის“ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ქართველი მუსიკოსები იქ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის მიწვევით იმყოფებიან.როგორც თეონა წერს, ბექა გოჩიაშვილის კონცერტმა დიდი ყურადღება დაიმსახურა:„ბევრმა მომწერა პირადში და ასევე კონცეპტArt-ის გვერდზე გაგზავნეს შეკითხვები 8 ივლისს, „აუდის“ საზაფხულო ფესტივალზე დაგეგმილ ბექას კონცერტთან დაკავშირებით.