გერმანული პერფექციონიზმი თუ ამერიკული კუნთები? ჩვენ ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული სპორტული ავტომობილი ერთმანეთს კონტიდრომზე შევახვედრეთ.ჯასტინ ბიბერი თუ ბრიუს სპრინგსტინი? ფაქტია, რომ ან ერთი, ანაც მეორე, რადგან წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა ჯასტინის კონცერტზე ბოლომდე გაძლოს და ამ დროს, სახლში ბრიუსის ყველა ალმობი ჰქონდეს თაროზე. ასეთივე სიტუაციაა ამ მანქანებთან მიმართებაშიც. ან Audi TT-ს ფანი ხარ, რადგან ლამაზია და მისი 5-ცილინდრიანი ძრავის ჰიტებს ძილშიც მღერი, ანაც ლეგენდარული ”კორვეტი” და მისი 8-ცილინდრიანი აგრეგატის როკი გიზიდავს.