საავტომობილო ბრენდმა Audi-მ ახალი მარკეტინგული კამპანიისთვის ჰოლანდიური სააგენტო 72andSunny დაიქირავა.
კამპანიის ფარგლებში, რომელიც 2020 წელს დაიწყება, დაგეგმილია კომპანიის ძველი სლოგანის - „პროგრესი ტექნოლოგიით“ გადახედვაც, რომელიც ბრენდმა პირველად 1971 წელს გამოიყენა. როგორც ჩანს, კომპანიამ წლების განმავლობაში მიზნებიც შეიცვალა, ახლა მის პრიორიტეტად არამხოლოდ ტექნიკური სიახლეები, არამედ მომხმარებელთა კომფორტიც რჩება.
ამ დროისთვის უცნობია ახალი კამპანია მოიცავს თუ არა შტატებს, სადაც ამჟამად კომპანია სლოგანის გარეშე რეკლამირდება. მან 2007 წელს ამერიკის ბაზარზე გამოიყენა სლოგანი „სიმართლე — ტექნიკაშია“, თუმცა, მასზე უარის თქმა ცნობილი „დიზელგეიტის სკანდალის“ შემდეგ მოუწია.