10:50
16 ოქტომბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
აცრის ეფექტურობა ასაკზეა დამოკიდებული - გაანალიზეს გრიპის ვირუსზე აცრილი 12 ხანდაზმული და 30 ახალგაზრდა მოხალისეს სისხლი
14-03-2019

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაადგნეს, მოსახლეობის რომელ ჯგუფშია გრიპით დასნებოვნების ყველაზე მაღალი რისკი. აღმოჩნდა, რომ ხანდაზმული ადამიანები სხვებზე უფრო ხშირად ავადობენ გრიპით და უფრო ნაკლებად უყალიბდებათ იმუნიტეტი აცრის შემდეგ ვირუსის მიმართ.

ეს დასკვნა მეცნიერებმა გააკეთეს მას შემდეგ, რაც გააანალიზეს გრიპის ვირუსზე აცრილი 12 ხანდაზმული და 30 ახალგაზრდა მოხალისეს სისხლი. კვლევის დროს სისხლის ნიმუშებიდან გამოყვეს B-უჯრედების განსაკუთრებული ქვეტიპი - პლაზმობლასტები - უჯრედები, რომლებიც აწარმოებენ ანტისხეულებს უკვე ნაცნობი ვირუსების მიმართ.

აღმოჩნდა, რომ ხანდაზმული ადამიანების B-უჯრედები უფრო ცოტა, შედარებით სუსტ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ, რომლებიც რეაგირებდნენ ვირუსების ფართო სპექტრზე. ახალგაზრდა პირების პლაზმობლასტები გამოიმუშავებდნენ მეტი რაოდენობით სხვადასხვა ანტისხეულს, რომელიც მიმართული იყო კონკრეტული სახეობის ვირუსის საწინააღმდეგოდ. ამ მიზეზით ვაქცინებმა შეიძლება შედარებით სუსტი იმუნიტეტი განავითაროს ასაკოვან ადამიანებში.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკოვანმა პირებმა, რომლებიც ვირუსულ დაავადებათა რისკ-ჯგუფში შედიან, პროფილაქტიკური ვაქცინაცია არ უნდა ჩაიტარონ, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ მათ დაბალი იმუნიტეტი აქვთ, ვაქცინაცია აუცილებელია. კვლევის შედეგები მხოლოდ იმას გვიხსნის, თუ რატომ არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აცრილ ადამიანს დაავადება მაინც ემართება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები