საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა იაპონურ დელეგაციას უმსპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ჩერქეზიშვილმა, საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარმოადგინა. მათ შორის, ინფორმაცია ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თაობაზე.