ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა. 2014 წლიდან მოყოლებული, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო. ამასთან 6500-მდე ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები, რამაც მათ საშუალება მისცა წამოეწყოთ მცირე საოჯახო ბიზნეს საქმიანობა საქართველოს მასშტაბით . აღსანიშნავია, რომ პროგრამის მხარდაჭერით ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და შეიქმნა 17-მდე ახალი სამუშაო ადგილი ქალაქებსა და რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანია ,,მეამა“-ს ყავის ქარხანა პირველად წარდგა საერთაშორისო გამოფენაზე, კერძოდ China International Import Expo-ზე, სადაც დიდი ყურადღება მიიქცია წარმოებულმა პროდუქციამ. „მეამაში“ აცხადებენ, რომ ქართული ყავის კაფსულებით არამხოლოდ ქართული ბაზრის, არამედ საერთაშორისო ბაზრების მომარაგებაც იგეგმება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა მალე 500-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ,,აწარმოე საქართველოშო“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის თქმით, 2020-2021 წლებში 225 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება.