პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ტანსაცმლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია „ბენი“ პროექტის ფარგლებში გაფართოებას გეგმავს. საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვება, სადაც სინთეტიკური ბოჭკოს შიგთავსის მქონე საბნები და ბალიშები შეიკერება. კომპანიაში ამჟამად 50-მდე ადამიანი მუშაობს, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 15 ადამიანით გაიზრდება. კომპანია, რომელიც ყოველდღიურად 200 კილო სინთიპონის დამუშავებას აპირებს, სამომავლოდ საკუთარ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს. „ბენნ“ თბილისში, ორხევში მდებარეობს და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. "აწარმოე საქართველოში" დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 600 000 ლარს შეადგენს.