თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ მდგარი ატრაქციონები რკინის კონსტრქუციით შემოღობეს. მათი განმარტებით, შემოღობილ ტერიტორიაზე დამატებითი ატრაქციონები უნდა დაიდგას, რის გამოც მოქალაქეებს რკინის კონსტრუქციების მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. პარლამენტთან ასევე იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მასშტაბური სათამაშო ზვიგენებიანი კონსტრუქცია კი ამ ეტაპზე ჩაფუშულია.