დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პარიზის მასტერსზე რაფაელ ნადალმა ნახევარფინალში გააღწია, რითაც ახალი სარეიტინგო ქულები გამოიმუშავა და რეიტინგში ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ისევ 26-ე პოზიციაზეა. სამი პოზიციით გაელ მონფილსი დაწინაურდა და ათეულის წევრი გახდა.