2020 წლის იანვარში, ავსტრალიაში ახალი საჩოგბურთო ტურნირი, ეიტიპი ქაპი აიღებს სტარტს. მასში მონაწილეობას 24 მოწინავე ქვეყანა მიიღებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა. ბასილაშვილმა ტურნირზე მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა. ტურნირზე ასევე იქნება ალექსანდრე მეტრეველიც. ეიტიპი ქაპზე მაქსიმუმი სარეიტინგო ქულა 750-ია, ხოლო საპრიზო ფონდი 22 მილიონ დოლარს შეადგენს. ATP Cup-ზე მონაწილე 24 ნაკრები 64 გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ფინალში თამაშის უფლებას 8 ნაკრები მოიპოვებს. 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი. საქართველო ახალი ტურნირის სიაში მე-14 ნომრადაა მოხვედრილი.