ათონის მთაზე პილიგრიმებისა და მორწმუნეების ვიზიტებზე დაწესებული შეზღუდვა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ათონის მთის ადმინისტრაციამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.
Orthodoxtimes-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალისტებისა და მუშებისთვის.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 მარტს დაიხურა.