პრეზიდენტის 2 ადმინისტრაციული შენობის შენახვა და მოვლა-პატრონობა საქართველოს ბიუჯეტს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე 1 696 305 ლარი დაუჯდა.
ავლაბრისა და ათონელის რეზიდენციის შენახვის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია, "პალიტრანიუსმა" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა. უფრო კონკრეტულად, ავლაბრის რეზიდენციის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლასა და კომუნალურ გადასახადებში დახარჯული თანხა - 638 050.65 ლარს შეადგენს. ავლაბრის რეზიდენციის დაცვაში კი 406 168.75 დაიხარჯა.
შეგახსენებთ, რომ ავლაბრის სასახლემ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციის ფუნქცია დაკარგა, ვინაიდან ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე სასახლეში შევიდა, თუმცა უცხოელ სტუმრებს ძირითადად, ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს.