სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით ათონელის რეზიდენციაში მცირედი სამუშაოებია დარჩენილი. ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია რა ვადა დასჭირდება რეზიდენციის სრულ რემონტს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად, ათონელის რეზიდენციაში მუშაობს.