პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 200 სახელმწიფოს ლიდერი კლიმატის აქტის პირობებზე შეთანხმდა. 2-კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები იმ ზომებზე შეთანხმდნენ, რომელთა მიღებითაც პარიზის შეთანხმების პირობები 2020 წლიდან ამოქმედდება. შეთანხმების მიზანი დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 2 გრადუსით შემცირებაა. ამისთვის კი ქვეყნების მთავარი ამოცანას ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება წარმოადგენს. შეგახსენებთ, კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის დეკემბერში მოეწერა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, შეთანხმების პირობების შესრულებით, მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შემცირების შედეგად 2050 წლისთვის მილიონზე მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.