ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის - Palitra News

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის

2019-06-27 11:26:06+04:00

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. წელს, ფერმერებსა და გლეხებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. დღეის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 79.6 ტონა შეადგინა.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება და ყველა პროცედურის გავლა ქალაქ გურჯაანში მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის შენობაში იქნება შესაძლებელი.