09:49
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი 88%-ით გაიზარდა - 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ პროდუქტი გაყიდა
22-09-2020

17 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 25 ათას 70 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 88% -ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 69%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 21 მილიონ 36 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობს რუსეთი, სადაც 16 ათას 527 ატამი და ვაშლატამა გავიტანეთ; მას მოსდევს სომხეთი - 7 ათას 492 ტონის ექსპორტით; მე-3 ადგილზე კი აზერბაიჯანია - 567 ტონით. ხუთეულში ხვდებიან ასევე - ყაზახეთი და უკრაინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები