მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის შეძენა.
ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ივანის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა "ბარსელონაში" 30 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.