მარაქეში - მაროკოს 4 იმპერიულ ქალაქთაგან ერთ-ერთია სიდიდით. მესამე კასაბლანკასა და რაბათის შემდეგ. განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ დასავლლეთით, ატლასების მთების კალთებში. ძველ დეედაქალაქს მაროკოს გულს უწოდებენ. ქალაქი 1070 წელს იუსუფ იბნ ტაშინმა დაარსა. ალმორავიდების დინასტის ფუძემდებელმა, რათა ატლასის მთებში ქარავანების მოძრაობა გაეკონტროლებინა. მარაქეში მალევე გახდა ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოოვანი ცენტრი. მარაქეში ან წითელი ქალაქი მაროკანული აღმოსავლეთის გული, ქაოტური და ენერგიული ქალაქია. ამ საოცარ ადგილას განთავსებულია მიდიდარი აღმოსავლური ბაზრები, ზღაპრული აღოსავლური მეჩეთები და საინტერესო ღირშესანიშნაობები. აქ ყველაფერი ეგზოტიკურად გამოიყურება. ზეთისხილის, ფორთოხლისა და პალმის ხეების ჩრდილმში აქ თავს დააღწევ მწველ მზეს. რთულად წარმოსადგენია რომ ამ ზღაპრულ ოაზისს საჰარის უსიცოცხლო ოაზისს მხოლოდ მთები აშორებს. მარაქეში არამხოლოდ უცხოელებს, არამედ თავად მაროკოელებსაც იზიდავს, რომლებიც ძველ დედაქალაქში ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოდიან.