2008 წლის აგვისტოს ომზე პოლიტიკური პასუხი სუსტი იყო, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ჰან ბინენდაიკი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრობს. როგორც ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან მიმართებაში შეერთებულმა შტატებმა ყურადღება მოადუნა, ევროპელები კი არ აღმოჩნდნენ დაინტერესებულნი, საკუთარ თავზე მეტის აღებით. მან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ალიანსში გაწევიანების იმედი.
"ფიქრობ, გრძელვადიანი თვალსაზრისით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ალიანსში გაწევრიანების იმედი. ამას არ დავთმობდი და ალიანსისგან მოვითხოვდი დაპირების შესრულებას. თუმცა ამავდროულად, თქვენ შეგიძლიათ სხვა ნაბიჯები გადადგათ",- აცხადებს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი.