2018 წლის MLS-ის ჩემპიონი "ატლანტა იუნაიტედი" გახდა. პლეი-ოფის ფინალში ხერარდო მარტინოს გუნდმა "მერსედეს-ბენცის" სტადიონზე "პორტლენდ ტიმბერსი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ჯოზეფ მარტინესმა და ფრანკო ესკობარმა გაიტანეს. "ატლანტა" 2014 წელს დაარსებული გუნდია და MLS-ის გამარჯვებული პირველად გახდა. 2018 წლის სეზონის ბომბარდირი 35 გატანილი გოლით ჯოზეფ მარტინესი გახდა, მეორე ადგილზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გავიდა. ვენესუელის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ასევე ტურნირის MVP გახდა.