2015 წელს, ევროპის ბევრი ქვეყნის მსგავსად, თავშესაფრის მოთხოვნით ლტოლვილებმა საქართველოსაც მიმართეს. მათ შორის - ერაყიდან, სირიიდან, სომალიდან... საკუთარი ქვეყნიდან პოლიტიკური ან სოციალური გარემოს გარდა, ლტოლვილები აუტანელი ოჯახური ყოფის გამოც ტოვებენ სამშობლოს. 68 მილიონი ლტოლვილი სტატისტიკაა, თითოეულის ისტორია კი - ტრაგედია.მხოლოდ მათი გაცნობის შემდეგ თუ გავიგებთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს..."პალიტრავიდეო" გაგაცნობთ ლტოლვილებს, რომლებმაც შვება საქართველოში იპოვეს.