ათენში გამართული აქციის დასაშლელად, სადაც მოქალაქეები პოლიციის მიერ ჩადენილ ძალადობას აპროტესტებდნენ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მედიის ინფორმაციით, ნეა სმირნის მოედანზე, ათენის გარეუბანში, დაახლოებით 500 ადამიანი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც გავრცელდა ამავე ადგილზე გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ სცემს პოლიციელი ხელკეტით მამაკაცს კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნის“ წესების დარღვევისთვის.
„ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელმაც მთლიანად დაკარგა კონტროლი პანდემიაზე და ერთადერთი, რაც იცის, როგორ გააკეთოს გეგმის თანახმად, ეს არის მძიმე ხელის გამოყენება“, - განაცხადა საბერძნეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მემარცხენე პარტია „სირიზას“ ლიდერმა ალექსის ციპრასმა.