საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმება გააპროტესტეს. შეგახსენებთ, ოფიციალური ათენი და სკოპიე შეთანხმდნენ, რომ მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. მაკედონია კი საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს დაექმევა. საბერძნეთის მოსახლეობა აღნიშნულს აპროტესტებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მას შემდეგ რაც ათენი სახელებთან დაკავშირებით შეთანხმებას დაამტიცებს, მაკედონიას ამავე სახელწოდების ბერძნულ პროვინციაზეც ენება პრეტენზია. თუმცა, მაკედონია ამ განზრახვას უარყოფს. შეთანხმებას მაკედონიის პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. ახლა მას კენჭი საბერძნეთის პარლამენტში უნდა უყარონ.