21:55
7 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს
17-11-2019

ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი და სამართალდამცველები მუშაობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა, აღნიშნულს შსს-ში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ვერსიაა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 109-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები