ატენის ხეობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, რომლებიც პრევენციის მიზნით, მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენю როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიიღო. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ, თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით იზოლირება, შემდეგ კი მეხანძრეების დახმარებით წყლის ჭავლით დამუშავება მოხდა.
იხილეთ: