ატენის ხეობაში, ტყის მასივში, ცეცხლის ორი კერაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი.ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.„ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე ადგილზე გეგმავს დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებას.ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.