ატენის ხეობაში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე რჩებიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.