ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალი ძალა, 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს რკონის ხეობაშიც. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაეობში ჩართულები არიან შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებიც.
რაც შეეხება სამეგრელოს რამდენიმე სოფელში გაჩენილ ხანძარს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს სოფელ ფახულანში და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.