ათასწლეულების ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადებისა და STEM მენტორთა კლუბის პრეზენტაცია გამართა. კონკურსში გამარჯვებული, პირველ ადგილზე გასული გუნდი 2020 წელს გაემგზავრება NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოებს. ღონისძიების ფარგლებში გამოცხადდა STEM მენტორების კლუბის დაარსება, ასევე, ჩატარდა პანელური დისკუსია. ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-სა და საქართველოს მთავრობების, საქართველოს განათლების სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო და დონორი ორგანიზაციების ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. გარდა ამისა მოეწყო წინა წლების კონკურსების ფინალისტების პროექტების გამოფენა.