ათასობით ირანელმა აშშ-ის ყოფილ საელჩოსთან აქცია გამართა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ სკანდირებენ დემონსტრანტები - "სიკვდილი ამერიკას".
შეგახსენებთ, გუშინ, ირანის უმაღლესმა ლიდერმა აითოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს არ განაახლებს, რადგან, "შეერთებული შტატები ათეულობით წელია არ შეცვლილა და ის აგრესიას, მანკიერი ქმედებებისა და საერთაშორისო დიქტატურის განხორციელებას აგრძელებს". მისივე თქმით, ის, ვინც ფიქრობს, რომ მტერთან მოლაპარაკებების გამართვა პრობლემებს გადაჭრის, ცდება და დასძინა, რომ აშშ არ იცვლება და ათეულობით წელია, აგრესიას ახორციელებს.
შეგახსენებთ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს დონალდ ტრამპმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების გასვლის შესახებ განაცხადა და ირანის წინააღმდეგ სანქციები ხელახლა დააწესა.