ბერგამოს „ატალანტამ“ იტალიის სერია A-ს XXX ტურის დასკვნით მატჩში „ბოლონია“ 4:1 დაამარცხა და რეკორდიც დაამყარა. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ოთხივე გოლი მატჩის საწყის 15 წუთში გაიტანა. იოსიპ ილიჩიჩმა დუბლი გაიფორმა, თითოც ჰანს ჰატებურმა და დუვან ძაპატამ გაიტანეს და 87-წლიანი ხელუხლებელი რეკორდი დაამხეს...ბოლოს სერია A-ს კალენდარული მატჩის საწყის 15 წუთში 4 გოლი ტურინის „იუვენტუსს“ ჰქონდა გატანილი „რომას“ კარში 1932 წელს, როდესაც „ბიანკონერიმ“ „ჯალოროსი“ 7:1 გაანადგურა. ახლა კი, ლამის საუკუნის შემდეგ იმავე შედეგით თავის მოწონება ბერგამოს „ატალანტას“ შეუძლია.ახლა კი ბერგამოელები ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვიან. კარგი შანსიც აქვთ, რადგან სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მეხუთე პოზიციაზე არიან და ოთხეულში მყოფ „მილანთან“ ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ქულაა.