ბრიტანელმა ბიზნესმენმა, ტრანსნაციონალური კორპორაციის Virgin Group-ის დამფუძნებელმა, სერ რიჩარდ ბრენსონმა, რომლის ფინანსური მდგომარეობა თითქმის 6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესით, არამედ ავანტიურიზმითა და ეპატაჟითაც გაითქვა სახელი, რადგან 1980-იანი წლების დასაწყისში ჯერ რეკორდული სისწრაფით გადაცურა წყნარი ოკეანე საკუთარი ხომალდით, მერე გიგანტური საჰაერო ბუშტით გადაუფრინა, 2004 წელს კი, მორიგი რეკორდი დაამყარა და ლა-მანშის სრუტე გადაკვეთა ავტომობილ-ამფიბიით.
რეკორდების პარალელურად ექსტრემალი ბიზნესმენი, არც პუბლიკის ეპატირებას ერიდება. მეტიც, როცა ახლად დაქორწინებულთა სალონის Virgin Bride-ის საზეიმო გახსნაზე ქალის საქორწინო კაბით მისვლა არ იკმარა, ბრენსონმა კარიბის ზღვაში, საკუთარი კუნძულის - ნეკერის სანაპიროზე მოაწყო პროვოკაციული ფოტოსესია ცნობილ მოდელთან დენი პარკინსონთან ერთად და კიდევ ერთხელ გააოგნა მის გამოხტომებს მიჩვეული საზოგადოება.