ქვეყანაში „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. სულ „ფაიზერზე" ჯავშანი 154 621 ადამიანს აქვს გაკეთებული. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ ექნებათ.
რაც შეეხება „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით არსებულ პრობლემას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, პორტალზე ადგილები ამოწურულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა არ არის ქვეყანაში .
როგორ მან აღნიშნა, „ფაიზერის“ გაფართოებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის ადგილების გარკვეული გადაწყობა გახდა საჭირო და აქედან გამომდინარე, პორტალზე "ასტრაზენეკას" გამოჩენას, შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.